- კოკაინი
- აწარმოებენ ,,Erythroxylum Coca“ მცენარის ფოთლებისაგან. მცენარის გადამუშავების შედეგად მიიღება თეთრი კრისტალური ფხვნილი. კოკაინის ჟარგონული დასახელებები: კოკსი, ფხვნილი, შაქარი, თეთრი. კოკაინის მოხმარება ხდება: - შესუნთქვით (,,სნიფი“); - ინტრავენური ინექციით; - მოწევით (,,კრეკი“). კოკაინის ზემოქმედება: ამფეტამინის მსგავსად კოკაინს ახასიათებს შემდეგი სახის ფიზიკური ზემოქმედება: - გუგების გაფართოება; - სხეულის ტემპერატურის ზრდა; - სისხლის წნევის აწევა და მაჯისცემის მომატება; - ყბის მოძრაობა. კოკაინის აღმგზნები ეფექტის გამო მომხმარებელი: - გრძნობს ენერგიის მოჭარბებას; - საუბრობს ხმამაღლა და სწრაფად; - არ გრძნობს შიმშილს. კოკაინისა და ამფეტამინის ფსიქოლოგიური ზემოქმედება იწვევს: - განდიდების მანიას; - დაუფიქრებელ მოქმედებებს; - მძაფრ და არაადექვატურ ქცევას. ხშირად აღინიშნება განწყობის სწრაფი ცვალებადობა. კმაყოფილების შეგრძნება ხშირად შეიძლება შეიცვალოს აგრესიული, სასტიკი და პარანოიდული ქცევით.Source: პოლიცია და ნარკოტიკები. (სტუდენტის სახელმძღვანელო),–ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო,–თბ,.–2002
Georgian encyclopedia. 2013.